ეკონომიკა

“Fly Dybai” -ის წარმომადგენლობა თბილისშია

11 ოქტომბერი, 2011 • 1697
“Fly Dybai” -ის წარმომადგენლობა თბილისშია

ახალი ავიაკომპანია “Fly Dybai” საქართველოში საქმიანობას ოფიციალურად იწყებს. მისი წარმომადგენელი ”დუბაი.ჯი” იქნება.

ავიაკომპანია ავიარეისებს დუბაიდან 45 ქვეყნის მიმართულებით შეასრულებს. საქართველოდან ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით მომხმარებელი დუბაის გავლით გადაადგილდება. მგზავრებს ტრანზიტული რეისით მგზავრობა მოუწევთ და ფრენის მინიმალური ღირებულება 270 დოლარი იქნება.

კომპანიის ოფისი კოსტავას ქუჩაზე 15 ოქტომბერს გაიხსნება, ხოლო პირველი რეისი დუბაის მიმართულებით  4 ოქტომბერს შესრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი