ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოიოს და მზესუმზირის პროგრამებს იწყებს

5 ოქტომბერი, 2011 •
სოფლის მეურნეობის სამინისტრო  სოიოს და მზესუმზირის  პროგრამებს იწყებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორ ახალ პროგრამას იწყებს. ქვეყანაში მაღალხარისხიანი სოიოს და მზესუმზირის თესლის შემოტანაა დაგეგმილი. პროგრამის  მიზანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდა და იმპორტის შემცირებაა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, მარცვლეულ კულტურებზე მეფრინველეობის და მეცხოველეობის ფერმებიდან მზარდი მოთხოვნა არსებობს. ამიტომ ისეთი მარცვლეული კულტურების წარმოების გაზრდა, როგორც მზესუმზირა და სოიოა, აუცილებელია.  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე , კონსტანტინე კობახიძე: ”2012 წლიდან დაიწყება მზესუმზირის და სოიოს პროგრამების განხორციელება. რაც ჩვენი ქვეყნის მეფრინველეობისა და მეცხოველეობისათვის მნიშვნელოვანია. შესაძლებელი გახდება საკვები ბაზის შექმნა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმპორტის ჩანაცვლებაა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი