საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოში 2.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, 2017 წელს – 4.5%-იანი, ხოლო 2021 წელს – 5%-იანი.
CNN-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ 2016 წელს ქვეყნის ეკონომიკა 3 – 3,5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს – 5,5 – 6 პროცენტით.
სავალუტო ფონდი 2016 წელს სომხეთში 1.9-პროცენტიან, მოლდოვაში 0.5-პროცენტიან, ხოლო უკრაინაში 1.5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელის. ამავე პროგნოზით 2016 წელს ეკონომიკური ზრდა მოსალადნელი არ არის აზერბაიჯანში, რუსეთსა და ბელარუსში.