ეკონომიკა

საინვესტიციო მონეტებზე მოთხოვნა გაიზარდა

28 სექტემბერი, 2011 • 1935
საინვესტიციო მონეტებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 1000, 300, 100, 50 და 10 ლარის ოქროს საინვესტიციო მონეტების გასაყიდ ფასს ყოველდღიურად ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ასოციაციის მიერ დადგენილი ფასების მიხედვით ადგენს. ბოლო თვეების განმავლობაში საინვესტიციო მონეტების ფასი და მოთხოვნა გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, 311,0 გრ (1000 ლარის ნომინალის) მონეტის სარეალიზაციო ფასი 28,956.00 ლარია. 155,5 გრამის მოცულობის (300 ლარის ნომინალის) მონეტის ფასი 14,478.00 ლარია. 31,1 გრამის მოცულობის (100 ლარის ნომინალის) მონეტა 3,034.00 ლარი ღირს. 15,5 გრამის მოცულობის (50 ლარის ნომინალის) მონეტა 1,586 ლარი, ხოლო 7,7 გრამი (25 ლარის ნომინალის) მონეტა 793 ლარი. 3,1 გრამის მოცულობის (10 ლარის ნომინალის მონეტის) ფასი კი 317 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი