სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,6 პროცენტი შეადგინა.
მათივე ცნობით, თებერვალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0,8%-ით გაიზარდა, შესაბამისად, იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 1,7 პროცენტია.
გარდა ამისა, სამსახურმა გამოაქვეყნა 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებიც. კერძოდ, ამ პერიოდში საქონლის ექსპორტმა 280,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება საქონლის იმპორტს, 2016 წლის იანვარ-თებერვალში 1 132,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.3%-ით მეტია. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1 413,4 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.