ეკონომიკა

მაუწყებლების შემოსავლებმა 76 მილიონს გადააჭარბა

27 ივლისი, 2011 • 1058
მაუწყებლების შემოსავლებმა 76 მილიონს გადააჭარბა

საქართველოში მაუწყებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა შარშან 76.3 მლნ ლარი შეადგინა. აქედან 69.3 მლნ ლარი (90.8%)  სატელევიზიო, ხოლო  7 მლნ ლარი  (9.2%) –  რადიო მაუწყებლობაზე მოდიოდა.

სატელევიზიო მაუწყებლებმა რეკლამიდან 53 853 289 ლარი მიიღეს შემოსავლის სახით, 4 414 644 ლარი – სპონსორობიდან, 121 565 ლარი კი – ტელეშოფინგიდან.

რადიომაუწყებლების შემთხვევაში შემოსავლების წყაროები და მოცულობა ასე გამოიყურება: 3 844 670  ლარი – რეკლამიდან, 1 935 794 ლარი – სპონსორობიდან, 9 35 625 ლარი – შემოწირულობიდან და   27 915 ლარი – ტელეშოფინგიდან.

გასული წლის მონაცემებით, მაუწყებლობის ტრანზიტს საქართველოში 82 ოპერატორი ეწეოდა, რომლებიც 137 ათას აბონენტს ემსახურებოდნენ.  მათ მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი – 13.7 მლნ ლარი შეადგინა.

მაუწყებლობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმხორციელებელი კომპანიების მიერ გასულ წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამოაქვეყნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი