ივნისის თვეში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილი რუსეთიდან განხორციელდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ფულადი გზავნილების მოცულობამ საქართველოში 98.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 28.7 პროცენტით მეტია 2010 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აქედან 53.4 მილიონი რუსეთის ფედერაციიდან გამოიგზავნა.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
|
|
ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისი, 2011,მლნ აშშ დოლარი |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% ივნისი, 2010 |
ხვედრითი წილი ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში,% ივნისი, 2011 |
|
სულ |
98.9 |
100.0 |
100.0 |
|
რუსეთი |
53.4 |
58.0 |
54.0 |
|
საბერძნეთი |
7.7 |
5.7 |
7.8 |
|
იტალია |
7.1 |
5.4 |
7.2 |
|
აშშ |
5.7 |
8.0 |
5.8 |
|
ყაზახეთი |
5.4 |
0.8 |
5.5 |
|
უკრაინა |
4.2 |
5.1 |
4.3 |
|
თურქეთი |
2.5 |
4.0 |
2.5 |
|
ესპანეთი |
2.1 |
2.1 |
2.1 |
|
ისრაელი |
1.2 |
1.4 |
1.2 |
|
გერმანია |
1.1 |
1.8 |
1.1 |
2011 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა.
