ეკონომიკა

ყველაზე მხარჯველი ტურისტები

5 ივლისი, 2011 • 1258
ყველაზე მხარჯველი ტურისტები

ჩინელი ტურისტები ყველაზე მხარჯველი მყიდველები არიან. ასეთი ტიტული მათ ჯერ კიდევ გასულ წელს მოიპოვეს საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. წელს კი ამ ქვეყნების რიცხვს შეერთებული შტატები და იაპონიაც შუერთდა.

პარიზის, ლონდონის, ნიუ იორკისა და ტოკიოს მაღაზიების მფლობელების თქმით, “ჩინელები ისე ხარჯავენ ფულს საყვარელი ბრენდების შეძენისას, თითქოს ხვალინდელი დღე აღარ დადგება”.

2010 წელს 57 მილიონზე მეტმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა საზღვარგარეთ და მათ დაახლოებით 48 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს. ამ ინფორმაციას Chinadaily ტურიზმის ნაციონალური ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Boston Consulting Group–ის მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშის მიხედვით კი, ჩინეთის წილი საერთაშორისო მოგზაურობის ბაზარზე ყოველწლიურად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში 17%–ით გაიზრდება და 2020 წლისთვის 237.84 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი