ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კვიპროსიდან განხორციელდა

28 ივნისი, 2011 • 2545
საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კვიპროსიდან განხორციელდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წლის პირველ კვარტალში 174 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2,3–ჯერ აღემატება 2010 წლის იგივე პერიოდის მონაცემებს და 1,5–ჯერ – 2009 წლის პირველის კვარტლის მონაცემებს.

ყველაზე დიდი მოცულობის (41.4 მილიონი აშშ დოლარი) პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში 2011 წლის პირველ კვარტალში კვიპროსიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 28.7 მილიონი აშშ დოლარი, მას მოსდევს ნიდერლანდები (25,1 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (19.8 მლნ), ვირჯინიის კუნძულები (ბრიტანეთი) – 19.6 მლნ აშშ დოლარი, თურქეთი (13.9 მლნ), აზერბაიჯანი (11.7 მლნ).

მთლიანობაში ამ ექვსი უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნის წილმა საქართველოში წელს 86%  შეადგინა. სხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა 13.7 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი