ბლოგები

მაკრონისა და ტრამპის ერთად დარგული “მეგობრობის ხე“ გახმა – The Guardian

10 ივნისი, 2019 • 2209
მაკრონისა და ტრამპის ერთად დარგული “მეგობრობის ხე“ გახმა – The Guardian

ხე, რომელიც დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს, გახმა. The Guardian წერს, რომ ხეს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.

მუხის ხე ემანუელ მაკრონმა ტრამპს 2018 წელს გამართული ვიზიტის დროს გადასცა. მაშინ მაკრონმა ტვიტერზე დაწერა: “100 წლის წინ ამერიკელი ჯარისკაცები საფრანგეთში, ბელოში, ჩვენი თავისუფლების დასაცავად იბრძოდნენ. ეს მუხის ხე თეთრ სახლთან ჩვენ შორის არსებული კავშირის შეხსენება იქნება“.

დარგვიდან მალევე ხე გაუჩინარდა. საფრანგეთში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ხე სავალდებულო კარანტინის დროს ამოიღეს. თუმცა ხელახალა აღარ დაურგავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი