26 მაისს თბილისში წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი იხსნება. ფესტივალი გაიმართება საგამოფენო ცენტ ექსპო-ჯორჯიას 11 პავილიონში და 29 მაისამდე გაგრძლედება.
თბილისის წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება მრავალი ტიპის აქცია და პრეზენტაცია. წელს, ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართება არა მხოლოდ წიგნის გამოფენა–ბაზრობა, რომელიც ლოკალიზებული იქნება ქალაქის ერთ ნაწილში, არამედ მოხდება სხვადასხვა სახის გამოფენის, ფორუმის თუ მასტერკლასის გამართვა, რითიც ფესტივალის სადღესასწაულო განწყობა მთლიანად მოიცავს დედაქალაქს. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა საქართველოში არსებულმა თითქმის ყველა ორგანიზაციამ, აგრეთვე, უმაღლესმა სასწავლებლებმა, სკოლებმა და ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა წარმომადგენლობებმა. აღნიშნული ღონისძიებების სიმრავლიდან გამომდინარე, ფესტივალის ხანგრძლივობა გაიზრდება. ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებელი გაეცნობა უამრავ სიახლეს თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებებისა და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ.
ფესტივალის პროგრამა:
ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაგეგმილი ღონისძიებები:
26 მაისი:
• 12:00-12:30 – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წარმოადგენს ქართულ-შვედური ერთობლივ პროექტს (შვედურიდან ქართულად თარგმნილი წიგნების პრეზენტაცია). დაესწრება შვედეთის დელეგაცია.
• 13:00 – 13:30 – ლიტერატურის მუზეუმი წარმოადგენს გალაკტიონ ტაბიძის 25-ტომეულისა და ფუნაგორიების კრებულის პრეზენტაციას.
• 14:00 – 14:30 – გამომცემლობა „პეგასი“-ს საბავშვო წიგნის „გლობუსას და ლუკას თავგადასავალი“ და „ფიროსმანი“ სერია „ილუსტრირებული ბიოგრაფიები“-დან.
• 15:00 – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საბავშვო პროგრამა (საბავშვო სივრცეში)
27 მაისი:
• 13:00 – 13:30 – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა წარმოადგენს ამერიკული მოთხობების ანთოლოგიის პრეზენტაციას. დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელეგაცია.
• 14:00 – 14:30 – ვირტუალური გამომცემლობა Virgam-ის პრეზენტაცია.
• 15:00 – 15:30 – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა მართავს ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობის“ დაჯილდოების ცერემონიალს.
• 16:00 – 16:30 – ელექტრონული მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია.
28 მაისი:
• 13:00 – თსუ-ს გამომცემლობების პრეზენტაცია.
• 14:30 – ლოგოს პრესი – ნატო დავითაშვილი, “ნისლებში და ნისლებს მიღმა” (ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზის ჟანრის ახალი წიგნი).
• 14:00 – 14:30 – გამომცემლობა დიოგენე წარმოგიდგენთ ახალ საბავშვო წიგნებს.
• 15:00 – 15:30 – გამომცემლობა „ზებრა გრუპ“-ის „პრინცესა ზელინა“-ს პრეზენტაცია.
• 15:30 – 16:30 – სანტა ესპერანსას და ექს ლიბრისის წიგნის მაღაზიების პრეზენტაცია.
29 მაისი:
• 15:00 – 15:30 – გამომცემლობა „ინტელექტის“ ნობელის პრემიის ლაურეატთა ახალი ტომების და ლექციების ახალი ოთხტომეულის პრეზენტაცია.
ექსპო ჯორჯიას ფარგლებს გარეთ დაგეგმილი ღონისძიებები:
• 24 მაისი 11:00 – 16:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაგეგმილია ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გამომცემლებისთვის, მწერლებისთვის და მთარგმნელებისთვის (პირველი დღე)
• 25 მაისი 10:00 – 16:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დაგეგმილია ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გამომცემლებისთვის, მწერლებისთვის და მთარგმნელებისთვის (მეორე დღე)
• 26 მაისს 13:00 სთ. – ქართული ლიტერატურის მუზეუმი ატარებს გალაქტიონ ტაბიძის 25ტომეულის პრეზენტაციას / მუზეუმში კი წარმოდგენილია ყველა ის წიგნი რაც არის ფესტივალზე.
• 27 მაისს ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართება ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
• 27 მაისს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ორი საჯარო ლექცია და პრეზენტაცია წიგნების შესახებ.
• 28 მაისს 13:00 – ზე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს წიგნების პრეზენტაციას.
• 28 მაისს 13:00სთ-ზე შოთა რუსთაველის თეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს გამოფენას უნივერსიტეტის შენობის ფოიეში.
• 26-30 მაისი – სამხატვრო აკადემია აწყობს გრაფიკისა და სახვით ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების და ლექტორების ნამუშევრების გამოფენას.





