ბერლინის კინოფესტივალი დასრულდა. ჟიურიმ საზეიმო დახურვის ცერემონიაზე წლევანდელი გამარჯვებულები გამოავლინა.
წლის საუკეთესო ფილმად ჯანფრანკო როსის “ცეცხლი ზღვაში” (Fire at Sea) დასახელდა, რომელიც მიგრანტთა კრიზისის თემას შეეხება.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში კი ოქროს დათვი მია ჰანსელ-ლავს გადაეცა. საუკეთესო მსახიობი ქალი ტირა დირჰოლმი გახდა, ხოლო მამაკაცი – მაიდ მასტურა. ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა და ვერცხლის დათვის მფლობელი გახდა დენის ტანოვიჩი ფილმისათვის “სიკვდილი სარაევოში”.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად ლეონორ ტელეს Balada De Um Batráquio დაასახელეს.
