ხელოვნება

დღეს ‘ჭამა და სექსის’ პრემიერაა

31 მარტი, 2011 •
დღეს ‘ჭამა და სექსის’ პრემიერაა

დღეს კინოთეატრ ამირანში გაიმართება გიორგი ლიფონოვას ახალი ფილმის “ჭამა და სექსი” პრემიერა. ხოლო 1 აპრილიდან ფილმს მაყურებელი  თბილისის ყველა კინოთეატში იხილავს.

“ჭამა და სექსი” რამდენიმე ნოველისგან შემდგარი ფილმია ახალგაზრდა წყვილების ურთიერთობებზე. როგორც ფილმის შემქმნელები ამბობენ, ყველა ისტორია, რომელიც ნოველების სახით არის ფილმში წარმოდგენილი, ნამდვილი ამბავია.

“ყველა ნოველა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე, სრულიად ახალი კუთხით ასახავს თანამედროვე ქართულ ყოფით რეალობას და ძალიან ღრმა და ამავდროულად თბილი, თუმცა უკომპრომისო იუმორით ახასიათებს ქართული ოჯახებისა და შეყვარებული წყვილების ურთიერთობებს”,–ნათქვამია ფილმის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

ფილმი “ფორმულა კრეატივის” შექმნილია. სცენარის ავტორებიც ამ ჯგუფის წევრები არიან, მათ შორის: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და ქეთი დევდარიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი