ხელოვნება

იაპონური კინემატოგრაფიის კვირეული

21 მარტი, 2011 •
იაპონური კინემატოგრაფიის კვირეული

იაპონური კინემატოგრაფიის კვირეული დღეს თეატრის და კინოს უნივერსიტეტის კინოკლუბში იწყება.

დღეიდან 26 მარტის ჩათვლით კინოკლუბში 6 იაპონურ ფილმს აჩვენებენ. ექვსივე ფილმი გამორჩეულია იაპონურ კინემატოგრაფიაში. მათი უმეტესობა იაპონელი რეჟისორების ყველაზე წარმატებული ფილმებია. მათ შორის “ტოკიოს ამბავი”, რომელიც რამოდენიმეჯერ დასახელდა ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ფილმად.

დღეს, 21 მარტს, ნაჩვენები იქნება იასუძირო ოძუს “ტოკიოს ამბავი”. ფილმი 1953 წელს გამოვიდა ეკრანებზე. იგი მოგვითხრობს ხანშიშესული წყვილის ისტორიას, რომელიც ტოკიოშ გაემგზავრებიან შვილების სანახავად, თუმცა მათი შვილები პირადი ცხოვრებით ისე არიან გართულნი, რომ არ სურთ  მშობლებთან ერთად დიდი დრო გაატარონ.

“ტოკიოს ამბავი” რეჟისორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია.

22 მარტს– კენჯი მიზოგუჩის “უგეცუ” – “ნაწვიმარი მთვარის ამბები”. ფილმი Ugetsu monogatari 50ანი წლების დასაწყისში გამოვიდა ეკრანებზე და რეჟისორის შედევრად ითვლება.

23 მარტს – მიკიო ნარუსეს “როცა ქალი აივლის კიბეს”, 24 მარტს –  ჰიროში ტეშიგაჰარას “ქალი ქვიშაში”, 25 მარტს– კანეტო შინდოს “შიშველი კუნძული”, 26 მარტს – შოჰეი იმამურას “შავი წვიმა”.

ფილმების ჩვენება ყოველდღე, ექვს საათზე, დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი