ხელოვნება

არდიFest – 2011 იწყება

21 მარტი, 2011 •
არდიFest – 2011 იწყება

არდიFest 2011  25– წუთიანი სპექტაკლების ფესტივალია, რომელიც თბილისში უკვე მესამედ იმართება.

სამეფო უბნის თეატრში ფესტივალი პირველად 2008 წლის ივნისში ჩატარდა. მონაწილეები  თეატრის სცენაზე 25– წუთიან სპექტაკლებს დგამენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებების მიღება უკვე დაიწყო.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის (თეატრალური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ქორეოგრაფიული სასწავლებელი და კონსერვატორია) ნებისმიერ სტუდენტს ან კურსდამთავრებულს.

ფესტივალზე გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო რეჟისორი;
2. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
3. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
4. საუკეთესო დრამატურგი;
5. საუკეთესო მხატვარი;
6. საუკეთესო კომპოზიტორი;
7. ჟიურის სპეციალური პრიზი (თავისუფალი ნომინაცია)
შვიდივე გამარჯვებული დაჯილდოვდება როგორც პრიზებით, ასევე ფულადი პრემიებით.
ფესტივალზე განაცხადის შემოტანა შესაძლებელია  20 აპრილამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი