11 თებერვალს, ბერლინის რიგით 66-ე კინოფესტივალი ძმები კოენების ახალი ფილმით “დიდება კეისარს” (Hail, Ceaser) გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ფილმის რეჟისორები და სამსახიობო შემადგენლობა დაესწრო. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ასევე, ფესტვალის წლევანდელი ჟიურის წევრები, რომლებსაც ამჯერად ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი ხელმძღვანელობს. ფესტივალი 21 თებერვალს დაიხურება.
“დიდება კეისარს” – ძმები კოენების ახალი ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. პრემიერას ფილმის მთელი სამსახიობო ჯგუფი ეწვია. ჯოშ ბროლინი, ჯენინგ ტატუმი, ჯორჯ კლუნი, ტილდა სვინტონი. ფოტო: EPA/KAY NIETFELDბერლინის კინოფესტივალის გახნის ცერემონიაზე ჯორჯ კლუნი გულშემატკივრებს ავტოგრაფებს ურიგებს. ფოტო: EPA/GREGOR FISCHERტილდა სვინტონი ბერლინის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე. ფოტო: EPA/JOERG CARSTENSENჯორჯ კლუნი და ამალ კლუნი ბერლინის კინოფესტივალზე. კლუნი ძმების კოენების ახალი ფილმის მთავარი გმირია. ფოტო: EPA/BERND VON JUTRCZENKAბერლინის კინოფესტივალის წლევანდელი ჟიურის წევრები წითელ ხალიჩაზე: ბრიჯიტ ლაკომბრე, მალგორზატა შუმოვსკა, მერილ სტრიპი, ნიკ ჩეიმსი. ალბა როჰვახერი და ლარს ეიდინგერი. ფოტო: EPA/BRITTA PEDERSENმერილ სტრიპი 2016 წელს ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელობს. ფოტო: EPA/MICHAEL KAPPELERჩენინგ ტატუმი ბერლინის კინოფესტივალის გახსნაზე. ფოტო: EPA/JENS KALAENE