ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით საგასტროლოდ იტალიაში გაემგზავრება.
ოპერის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, სპექტაკლები სამხრეთ იტალიაში, ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის თეატრში გაიმართება. გასტროლი მასიმო ბელინის თეატრის მოწვევით ტარდება. საბალეტო დასი თბილისში 28 მარტს დაბრუნდება.
იტალიაში გამგზავრებამდე საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს თბილისში, საქართველოში იტალიის საელჩოში, იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენი გადაეცა.
მსოფლიოში ცნობილი პრიმა-ბალერინა ამ ჯილდოთი იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაში მიღწეული ბრწყინვალე შედეგებისა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის გაძლირებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის დააჯილდოვა.