ლოს ანჟელესში გრემის დაჯილდოვების 53-ე ცერემონიალი გაიმართა. წლის სიმღერად დასახელდა ჯგუფ Lady Antebellum-ის კომპოზიცია Need Your Now.
წლის საუკეთესო მუსიკალური ალბომისთვის Suburbs პრიზი კანადურმა ჯგუფმა Arcade Fire-მ მიიღო.
საუკეთესო პოპ სიმღერად Lady Gaga-ს Bad Romance დაასახელეს. თავის მხრივ, საუკეთესო პოპ შემსრულებელი ბრუნო მარსი გახდა. რიჰანამ პრიზი საუკეთესო საცეკვაო სიმღერისთვის Only Girl მიიღო.
პოლ მაკარტნიც არ დარჩენილა პრიზის გარეშე. ის საუკეთესო სოლო შემსრულებლად სინგლისთვის Helter Skelter აღიარეს.
საუკეთესო ჯგუფი ამერიკული Black Keys გახდა, ხოლო მთავარი პრიზი საუკეთესო ჰარდ-როკ სიმღერისთვის ჯგუფი Them Crooked Vultures.
ბრიტანული Iron Maiden საუკეთესოდ აღიარეს ნომინაციაში მეტალ როკის საუკეთესო კომპოზიციისთვის. წლის საუკეთესო ალბომი კი Muse -ის The Resistance გახდა.
რაც შეეხება ემინემს, მან საუკეთესო რეპის ჟანრში შესრულებული სოლოსთვის და ამავე ჟანრში საუკეთესო ალბომისთვის გრემის ორი ჯილდო მიიღო.
მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის გრემის 53-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე დოლი პარტონი, რამონესი და ბარბარა სტრეიზანდი დააჯილდოვეს.