“წმინდა წყვდიადი” – ასე ჰქვია ლევან ბერძენიშვილს წიგნს, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია დღეს ” წიგნის მაღაზია “ლიგამუსში” გაიმართება, რომელზეც ავტორი წაიკითხავს ნაწყვეტებს წიგნიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.
გამომცემლობის ცნობით, ესაა ბერძენიშვილის მემუარები. მოვლენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ლევან ბერძნიშვილის ასეთ ციტატას შეხვდებით:
“ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.”
პრეზენტაცია 6 საათზე გაიმართება.