7 აპრილს ცნობილი ესპანელი მხატვრისა და მოქანდაკის, სიურეალიზმის ერთერთი ერთერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის, სალვადორ დალის ქანდაკებები და ლითოგრაფიის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები საქართველოში პირველად ჩამოაქვთ.
ერთი თვის განმავლობაში სალვადორ დალის ნამუშევრები წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში იქნება გამოფენილი.
გამოფენის ორგანიზატორები JMA გალერეა და წინანდლის სახლ–მუზეუმი არიან.
თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება 6 ქანდაკება და 11 ლითოგრაფია, რომლებიც მხატვრის შემოქმედების ბოლო პერიოდს განეკუთვნება. მათ შორის ქანდაკებები: “სიურეალისტური ანგელოზი”, “კუბისტური ანგელოზი”, “ვენუსი”, “ბეთჰოვენი”, “ამაღლებული წუთები”, “მაგიდა” და სხვა.
წინანდლისAალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამოიფინა.





