ხელოვნება

ივანიშვილი: დიახ, ფიროსმანის ნახატი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

4 ივნისი, 2015 •
ივანიშვილი: დიახ, ფიროსმანის ნახატი ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

“ჩემი დამოკიდებულება ისეთია ამ საკითხის მიმართ, როგორც თქვენი ყველასი. როგორც თქვენ, მეც ისე ვადევნებ თვალს მოვლენების განვითარებას. ნახატი, დიახ, ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა,” – აცხადებს ივანიშვილი.

 

განცხადება ივანიშვილმა დღეს, ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტის, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ გააკეთა.

 

ნიკო ფიროსმანის ნახატი “ღამე არსენალის მთაზე” კრისტის აუქციონზე 1 ივნისს 1,486,100 დოლარად გაიყიდა. მოგვიანებით “საზოგადოება 2030”-მა დაადასტურა, რომ ნახატი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა.

 

სოტბის აუქციუნის ინფორმაციის თანახმად, ეს ნამუშევარი რუსეთის კერძო კოლექციის შემდეგ რამდენიმე წელი ცნობილი ფრანგი პოეტის, ლუი არაგონის კოლექციაში იყო. ამავე წყაროს თანახმად, ნამუშევარი პოეტს 1957 წელს აჩუქეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი