ხელოვნება

10 ივლისს თბილისში ისლანდიური დუეტი KIASMOS ჩამოვა

27 მაისი, 2015 •
10 ივლისს თბილისში ისლანდიური დუეტი KIASMOS ჩამოვა

ექსპერიმენტული ტექნო და მინიმალ-მუსიკის შემსრულებელი დუეტი 2009 წლიდან არსებობს. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი “Thrown” 2012 წელს გამოვიდა. გასულ წელს კი მუსიკოსებმა სტუდიური ალბომი  “Kiasmos” გამოუშვეს.


დუეტის წევრები, ოლაფურ არნალდი და იანუს რასმუსენი KIASMOS-ის პროექტის წამოწყებამდე სხვასხვა მუსიკალურ ბენდებში უკრავდნენ. ოლაფურ არნალდი BAFTA-ს პრიზის მფლობელია.

მათი მოსმენის საშუალება ქართველ მსმენელს პირველად მიეცემა.


KIASMOS/ წყარო: amazonaws.com
KIASMOS/ წყარო: amazonaws.com

მასალების გადაბეჭდვის წესი