მაკარტნის ქონება, რომელშიც დიდი წვლილი მის მეუღლეს შეაქვს, წინა წელს £20 მილიონით გაიზარდა.
პირველ ათეულში მეორე ადგილს ენდრიუ ლოიდ ვებერი იკავებს £650 მილიონით. სიაში ასევე მოხვდენენ სერ მიკ ჯაგერი და სერ ელტონ ჯონი. საპატიო ადგილს იკავებს ირლანდიური ბენდი U2.

ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. სერ პოლ მაარტნი £730 მილიონი
2. ენდრიუ ლოიდ ვებერი £650 მილიონი
3. U2 £431 მილიონი
4. სერ ელტონ ჯონი £270 მილიონი
5. სერ მიკ ჯაგერი £225 მილიონი
6. კეიზ რიჩარდსი £210 მილიონი
7. მიშელ ფლატლი £195 მილიონი
8. რინგო სტარი £180 მილიონი
9. სტინგი £180 მილიონი
10. როჯერ ვოტერსი £160 მილიონი
უკვე მესამე წელია, ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის პირველ ადგილს 26 წლის ადელი იკავებს £50 მილიონით, რომელსაც ბრიტანული ბოი ბენდი One Direction მოჰყვება £25 მილიონით. ყველაზე სწრაფად მზარდი ქონება კი 22 წლის სემ სმიზს აქვს.
გამოცემა სრულს სიას 26 აპრილს გამოაქვეყნებს.





