ხელოვნება

რუსთაველის თეატრში დათო ევგენიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

17 აპრილი, 2015 •
რუსთაველის თეატრში დათო ევგენიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

ეს იქნება კონცერტი-პერფორმანსი, რომელშიც გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ჟანრის მუსიკა: უძველესი საგალობლები, კლასიკური ჰარმონიები, ჯაზი, ელექტრონული მუსიკა და ახალტექნოლოგიური ინოვაციური მიდგომები.

 

ღონისძიებისთვის ოლეგ ტიმჩენკომ შექმნა “ანგელოზის ფრთები“, რომელთანაც სურათების გადაღების საშუალება მაყურებელს კონცერტის დაწყებამდე  ექნება.

 

კონცერტში მონაწილეობას იღებენ სოფი ვილი, ნიკა მაჩაიძე, მაია ჯაბუა, ნიაზ დიასამიძე, ვიაჩესლავ ვიატკინი, ლუკა ზაქარიაძე და იგორ ბუტმანი. სპეციალური მოწვევით ორკესტრს უხელმძღვანელებს ნიკოლოზ რაჭველი.

კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი