Wacken Open Air ყოველ ზაფხულს გერმანიაში, ჰამბურგთან ახლოს მდებარე დასახლება Wacken-ში, 1990 წლიდან იმართება და მას ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, Wacken Open Air საუკეთესო საშუალებაა გამარჯვებული ჯგუფებისთვის თავიანთი შემოქმედების საერთაშორისო მუსიკალურ სცენაზე საჩვენებლად – ”მათ საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთიი შემოქმედება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და მსხვილ მეტალ-ფესტივალზე, გახდნენ უფრო ცნობადები და გაიცნონ მუსიკოსები სხვა ქვეყნებიდან. W.O.A – უნივერსალური ინსტრუმენტია მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯგუფებისა და მუსიკალური ინდუსტრიის პროფესიონალების გასაერთიანებლად”.
წელს Tbilisi JAM Fes-ში საქართველოდან 9 ჯგუფი, სომხეთიდან – 3, აზერბაიჯანიდან კი 1 ჯგუფი მონაწილეობს.
Wacken Open Air Metal-Battle Caucasus-ის 2013 წლის გამარჯვებული ჯგუფი INDUSTRIAL CITY (საქართველო) იყო, 2014 წელს კი – DISMORIAL (საქართველო).
