რიგით მე-40 ცერემონია, 20 თებერვალს პარიზში, შატლეს თეატრში გაიმართა. კინოდაჯილდოვებას ოსკარის ფრანგულ ანალოგსაც უწოდებენ.
წლევანდელი დაჯილდოვება იმითაც იყო გამორჩეული, რომ “სეზარი” პირველად მიიღო ამერიკელმა მსახიობმა. კრისტენ სტიუარტს, ვისაც “ბინდის” ტრილოგიით იცნობენ, ჯილდო ოლივიე ასაიასის ფილმში “სილს მარიას ღრუბლები” შესრულებული მეორეხარისოვანი როლისთვის გადასცეს.
წლის საუკეთესო ფილმი “ტიმბუქტუ” გახდა, რომელიც ასევე ნომინირებულია ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო ამავე ფილმისთვის აბდერამან სისაკოს გადაეცა.
ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ჯილდო ადელ ანელმა მიიღო ფილმისთვის “Les Combattants“, ხოლო კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი პიერ ნინეის გადასცეს ფილმისთვის “ივ სენ ლორანი”.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო ქრისტენ სტიურტს გადასცეს ფილმისთვის “სილს მარიას ღრუბლები”. კაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო რედა კატებს გადასცეს ფილმისთვის “ჰიპოკრატე”.
გამარჯვებულთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.