“კონკურსის მიზანია სალიტერატურო პროცესის გააქტიურება, ქართული ლიტერატურის ნიმუშების წარმოჩენა, სალიტერატურო და სახელოვნებო კრიტიკის განვითარება, კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ასევე, საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსი 2 სალიტერატურო და ერთი საბავშვო ჟურნალის გამოსაცემად 24 იანვარს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ ყველა იურიდიულ პირს. კონკურსის პირობები და საკონკურსოდ წარსადგენი დოკუმენტაცია განთავსებული იყო სამინისტროს ვებ-გვერდზე  და საქართველოს მწერალთა სახლის ვებ-გვერდზე.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *