ესტონეთის მიერ წარდგენილი ზაზა ურუშაძის მხატვრულ ფილმ “მანდარინებს” კონკურენციას უწევდა “ლევიათანი” (რუსეთი), “პატარა ინგლისი” (საბერძნეთი), “იდა” (პოლინეთი), “ფორს მაჟორი” (შვედეთი), “დედიკო” (კანადა), “ტიმბუკტუ (მავრიტანია), “ველური ამბები” (არგენტინა), “ორი დღე, ერთი ღამე” (ბელგია), “ვივიან ამსალემის სასამართლო პროცესი” (ისრაელი).
საერთაშორისო პრესის ასოციაციამ ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ჯულიანა მური ფილმისთვის “კვლავ ელისი”, დააჯილდოვა, ხოლო “სატელიტი” მხატვრულ ფილმში Birdman კაცის როლის შესრულებისთვის მაიკლ კიტონს გადაეცა.
დამხმარე როლისთვის ჯილდოები გადაინაწილეს პატრისია არკეტმა (სიყმაწვილე) და ჯეი ქეი სიმონსმა (შეპყრობილი).
საუკეთესო მხატვრული ფილმებს შორის გამოარჩიეს Birdman. ხოლო დოკუმენტურ ფილმებს შორის- Citizenfour. საუკეთსო ანიმაციურ ფილმად “ზღვის სიმღერა” დასახელდა.
საუკეთესო რეჟისურისთვის საერთაშორისო პრესის აკადემიამ რიჩარდ ლინკლეიტერი მიიჩნია.
დაჯილდოების ცერემონია ყოველ წელს ლოს-ანჯელესში, სასტუმროში “ინტერკონტინენტალი” იმართება. საერთაშორისო პრესის ასოციაცია არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტელევიზიის, ბეჭდური, რადიო, ბლოგისა და სხვა ვირტუალური პლატფორმების მედიამუშაკების გაერთიანება, რომელიც ხმის მიცემით ასახელებენ გამარჯვებულებს. დაჯილდოება 1996 წლიდან იმართება.