კინემატოგრაფისტები ამბობენ, რომ კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებში გასაიდუმლოებულად იგეგმება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გასხვისება.
“მიზანდასახულად ხდება არა მხოლოდ ამ უნიკალური კულტურული კერის განადგურება, არამედ საზოგადოდ ქართული კინოს, როგორც ეროვნული ფენომენის, ბრენდის აბსოლუტური გაქრობა ქვეყნის ისტორიიდან”, – აცხადებენ კინემატოგრაფისტები.
კინემატოგრაფისტების ცნობით, იგეგმება არა მხოლოდ კინოსტუდიის უძრავი, არამედ მისი ინტელექტუალური ქონების გასხვისებაც, რაც ქართულ კინოს დაღუპვამდე მიიყვანს.
კინემატოგრაფისტები კიდევ ერთი მოთხოვნა ისაა, რომ დაინიშნოს კინოსტუდია „ქათული ფილმის“ დირექტორი და დაუყონებლივ დაიწყოს კინემატოგრაფისტთა მიერ მომზადებული პროექტის „ქართული კინოხელოვნების საგანძური“ განხორციელება, რაც ქართული ფილმების ციფრული ასლების დაბრუნებას გულისხმობს რუსეთიდან და საშუალებას იძლევა უმოკლეს ვადებში მოწესრიგდეს არა ერთი მნიშვნლოვანი პრობლემა.