კონცერტის გამართვამდე ერთი დღით ადრე, დღეს 14 საათზე, როკ-ჯგფის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ჯგუფის სოლისტმა იური შევჩუკმა ჯურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

კითხვაზე, როგორია საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ბენდის სოლისტს იური შევჩუკს გაეცინა და აღნიშნა, რომ ,,ჩვენ (DDT-ს) კარგი რუსულ-ქართული ურთიერთობა გვაქვს’’.

 

მისი თქმით, ახლა რთული დროა, ხოლო რუსეთ-უკრაინისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთიერთობებს, ის პირად ტრაგედიად აღიქვამს. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს და შესაბამისი სიმღერებიც იწერება.

 

“სად გინახავთ როკ-მუსიკოსი, ომი რომ უნდოდეს. ყველა მშვიდობის მხარესაა. ხელოვნების გული სიკეთეა. ჩვენს ირგვლივ ტრაგიკული ამბები ხდება, რასაც ძალიან განვიცდით. თუმცა, ყველაფერი ჩაივლის, ამის მჯერა, სხვა შემთხვევაში რა აზრი აქვს სიცოცხლეს”, – ამბობს შევჩუკი.

 

მისი თმით, ადამიანები ერთი და იმავე შეცდომებს იმეორებენ, ამისგან თავის დაღწევისათვის კი განკურნებაა საჭირო. მან აღნიშნა, რომ რუსეთში მის ბენდს ბევრ ქალაქში ეკრძალება სიმღერა, სხვაგან კი, სადაც ნებადართულია, მათი მისვლა ყოველთვის ახარებს ხალხს. ის ამბობს, რომ საქართველოშიც იმისთვის ჩამოვიდნენ, რომ მშვიდობაზე ისაუბრონ.

 

“ჩემს ასაკში შავ-თეთრად აღარ აღიქვამ სამყაროს. ვხვდები რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ.ჩვენი ხელოვნების ძირითადი ობიექტი ადამიანია. მნიშვნელობა არ აქვს ის სად ცხოვრობს: კიევში, მოსკოვში… ახლა ძალიან რთული სიტუაციაა. მთავარი ჩემი აზრით ისაა, რომ არ გავყოთ სამყარო შავ-თეთრად. როცა ადამიანი ამას აკეთებს ანუ მის სულში ომია, ის მხოლოდ მოყვარეებად და მტრებად ყოფს ადამიანებს’’, – ამბობს შევჩუკი.

 

“სიამოვნებით ჩამოვედი თქვენთან. ხვალინდელ კონცერტზე ჩახუტებულები ვიმღერებთ, გვექნება დიალოგი და არა მონოლოგი’’, – აღნიშნა შევჩუკმა.

 

კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში, ხვალ 10 თებერვალს, 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასია 40, 60, 80, 100, 120 ლარი.

 

ჯგუფს ჩაწერილი აქვს 19 სტუდიური ალბომი, საიდანაც 4 ყველა დროის რუსულ ტოპ 100-ეულ ალბომში შედის. ჩატარებული აქვთ 400-ზე მეტი კონცერტი რუსეთის წამყვან ფესტივალებზე, დაუკრავთ ევროპისა და აშშ-ის დიდ სცენებზე.

DDT თბილისში

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *