საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ჯილდო ფილმს “სიყმაწვილე/Boyhood” გადაეცა. საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ჯილდო რიჩარდ ლინკლეიტერმა მიიღო ფილმისთვის “სიყმაწვილე/Boyhood”. საუკეთესო მსახიობი ქალი ჯულიანა მური გახდა ფილმში “კვლავ ელისი” შესრულებული როლისთვის. საუკეთესო მსახიობი კაცი ედი რედმაიანი გახდა ფილმისთვის “ყველაფრის თეორია”. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ჯ.კ. სიმმონსს გადასცეს ფილმისთვის “შეპყრობილი/Whiplash”, ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთVის კი ჯილდო პატრიცია არკეტმა მიიღო ფილმისთვის “სიყმაწვილე/Boyhood”.
საუკეთესო ორიგინალი სცენარისთვის ჯილდო ვეს ანდერსონს გადასცეს ფილმისთვის “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი”, ვეს ანდერსონის სურათმა ჯილდო მიიღო საუკეთესო კოსტუმებისთვის, მაკიაჟისთვის და საუკეთესო მუსიკისთვის. ადაპტირებული სცენარისთვის კი ჯილდო “ყველაფრის თეორიას” გადასცეს.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი გახდა “იდა” პოლონეთიდან და საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ჯილდო “The Lego Movie“-ის გადაეცა.
ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება. მას ხშირად ბრიტანულ ოსკარს უწოდებენ.















