ლია ლიქოკელის პოეტური კრებული „დევის ცოლის სიცილი“  2014 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებული გახდა წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში. 

 

ლია ლიქოკელი განათლებით კინორეჟისორია. მისი სადებიუტო წიგნი „დევის ცოლის სიცილი“ 2013 წელს გამოსცა გამომცემლობა საუნჯემ. ლიამ მონაწილეობა მიიღო ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ ფესტივალში „ინსომნია“, მისი მოთხრობა შესულია საფესტივალო კრებულში.

 

ლია ლიქოკელი აგრეთვე მონაწილეობდა ლიტერატურულ კონკურსში „წერო“, სადაც ჟიურისა და კულტურის სამინისტროს რჩეული გახდა. შეხვედრის მოდერატორი  პოეტი მარიამ წიკლაური იქნება.

 

2015 წელს ეს პირველი შეხვედრა იქნება ციკლიდან „საბას ლაურეატები მწერალთა სახლში“. პროექტი 10 თვე გაგრძელდება და თვეში ერთხელ მწერალთა სახლში მკითხველები შეხვდებიან ლიტერატურული პრემია „საბა- 2014″-ის გამარჯვებულებს.  

 

მკითხველს საშუალება ექნება ათივე ნომინაციის გამარჯვებულს შეხვდეს, მოუსმინოს ჟიურის წევრებსაც, და გაიგოს, თუ რატომ გადაეცა ამა თუ იმ ავტორსა თუ წიგნს ეს პრემია.

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *