ხელოვნება

მსახიობთა გილდიის გამარჯვებულები (ფოტო)

26 იანვარი, 2015 •
მსახიობთა გილდიის გამარჯვებულები  (ფოტო)

მამაკაცის  მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ედი რედმაიანს გადაეცა ფილმისთვის “ყველაფრის თეორია: აღნიშნულ ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვნენ სტივ ქარელი, ბენედიქტ კამბერბატჩი, ჯეკი ჯილენჰალი, მაიკლ კიტონი.

 

ედი რედმაიანი  © EPA, 15.01.2015
ედი რედმაიანი © EPA, 15.01.2015

 

ქალის  მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ჯულიანა მურმა მიიღო ფილმისთვის “კვლავ ელისი”. ჯილდოზე ნომინირებული იყვნენ ჯენიფერ ანისტონი, ფელისიტ ჯონსი, როსამუნდ პაიკი და რიზ უიზერსპუნი.

 

ჯულიანა მური © EPA, 15.01.2015
ჯულიანა მური © EPA, 15.01.2015

 

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ჯ.კ სიმმონს გადასცეს ფილმისთვის “ვიპლეში” სიმონსის გარდა პრიზის პრეტენდენტები იყვნენ რობერტ დიუვალი, ეთან ჰოუკი, ედვარდ ნორტონი და მარკ რუფალო.

 

ჯ.კ. სიმონსი  © EPA, 15.01.2015
ჯ.კ. სიმონსი © EPA, 15.01.2015

 

ქალის  მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო პატრიცია არკეტს გადასცეს ფილმისთვის “Boyhood”. ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყვენ მსახიობები კირა ნაითლი, ემა სთოუნი, მერილ სტრიპი და ნაომი ვოტსი.

 

პატრიცია არკეტი © EPA, 15.01.2015
პატრიცია არკეტი © EPA, 15.01.2015

 

მხატვრულ ფილმში საუკეთესო მსახიობთა ანსაბლის ჯილდო კი ფილმმა “Birdman” მიიღო. ამ კატეგორიაში წარდგენილი იყო შემდეგი ფილმები: “Boyhood”, “The Grand Budapest Hotel” “The Imitation Game” “The Theory of Everything”

 

Birdman-ის სამსახიობო ანსამბლი
Birdman-ის სამსახიობო ანსამბლი

მასალების გადაბეჭდვის წესი