2015 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატები არიან:
პოეზია – გიორგი კეკელიძე ლექსების კრებულით „პოეზია 2008-2013“
პროზა – ანინა ტეფნაძე – მოთხრობების კრებულით „ჩემი შეყვარებული შეყვარებული“
მუსიკა – გიორგი ჯანიაშვილი – ნაწარმოებით „მდუმარე ნისლი მარტინ ჰაიდერგის შემდგომ“
ფოლკლორი – ანსამბლი „ელესა“ აღდგენილი აჭარული სიმღერები
თეატრი- დათა თავაძე – სპექტაკლით „ტკივილი არის ბედნიერება
კინო – მარიამ ხაშვანი- მხატვრული ფილმით „დინოლა“
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება – ფიზიკოსი დავით ფირცხალავა.
სპეციალური პრიზი გადაეცა ანიტა რაჭველიშვილს.
წინანდლის პრემია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა 1999 წელს და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პრემია აღარ გაიცემოდა და 2014 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღადგინა.