ნეტგაზეთთან საუბარში წიგნის მაღაზიამ სანტა ესპერანსა წელს ყველაზე პოპულარული წიგნებად ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი”, სიუზენ კოლინზის რომანი “შიმშლის თამაშები“, ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” და გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” დაასახელა. ყველაზე მოთხოვნად ავტორებად კი- აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ამავე წიგნის მაღაზიის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე პოპულარული წიგნები ასტრიდ ლინდგრენის “სახურავის ბინადარი კარლსონი” და “პეპი გრძელი წინდაა.”
წიგნის სახლი ლიგამუსის 2014 წლის ყველაზე რეიტინგულ წიგნებს შორისაა ჰარუკი მურაკამის “კაფკა პლაჟზე”, რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინო“, ბექა ადამაშვილის “ბესტსელერი”, ენდრიუ კაუფმანის “ყველა ჩემი მეგობარი სუპერგმირია” და ორლანდო ფაიჯესის “ნატაშას ცეკვა”.
წლის ყველაზე პოპულარული წიგნების ათეულს ასახელებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც – დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, “საბავშვო ბიბლია”, “ტყეების მეფე -ლეგენდები დავით აღმაშენებელზე”, “მოსწავლის პირველი ენციკლოპედია” (წიგნი+ინტერნეტი), “საბავშვო ენციკლოპედია (ახალი)”, “ბედის ვარსკვლავის ბრალია“, “მსოფლიოს საოცრებები“, “ჩემი პირველი ანბანი“, “ქართული ანბანი-საბავშვო ლექსები” და პაოლო კოელიოს “ალქიმიკოსი”.
,,დიოგენეს“ 2014 წლის ბესტსელერ წიგნებს შორისაა, ჯეკ კერუაკის “გზაზე”, ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” და ჯერომ სელინჯერის “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში”.

წლის ყველაზე პოპულარულ წიგნებს ასახელებს ბიბლუსი. მათ შორისაა ჯეიმზ დაშნერის “ლაბირინთში მორბენალი“, გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები“, დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა”, გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი,”ჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “დიდი გეტსბი”. ყველაზე პოპულარულ საბავშვო ლიტერატურად კი ბიბლუსის წარმომადგენელი ბიჭებისა და გოგონების წიგნებსა და ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნს ასახელებს.






