პროექტი „ვიდეო არტ ლაბორატორია“ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების არაფორმალური გაერთიანების „კურატორთა ლაბორატორიის“ იდეასა და ინიციატივას წარმოადგენს.
“ევროპის სახლში” გამოფენა UNTOLD STORIES, რომელიც 29 დეკემბრამდე გაგრძელდება, მომზადებულია „ვიდეო არტ ლაბორატორიის“ ინტერდისციპლინური პროექტის ფარგლებში და ორიენტირებულია აკადემიურ კვლევაზე, სოციალურ ჩართულობაზე, ვიდეოარტის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.
როგორც პროექტის წარმომადგენლები ამბობენ, „ვიდეო არტ ლაბორატორია” მრავალკომპონენტიანი პროექტია და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს გულისხმობს. პროექტი მოიცავს ქართული ვიდეოარტის გამოფენას „Untold Stories“, ვებგვერდის შექმნას, პუბლიკაციას, ლექციებსა და ვორქშოფებს არტისტებისა და არტკრიტიკოსების მონაწილეობით.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
გამოფენაში მონაწილეობენ: თემო ჯავახი, კოკა რამიშვილი, კოკა ცხვედიანი, კოკა ვაშაკიძე, ოლეგ ტიმჩენკო, ლევან ჭოღოშვილი, მაია სუმბაძე, ილიკო ზაუტაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, კოტე სულაბერიძე. გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ლექცია/ვორქშოფები არტისტებისა და არტკრიტიკოსების მონაწილეობით:
22/12/2014 17:00 – ვატო წერეთელი: “სინთეზის მომენტები ვიდეოხელოვნებაში”
22/12/2014 19:00 – სანდრო ვახტანგოვი: “ვიდეო არტი-ანტიხელოვნების შესანიშნავი საშუალება”
23/12/2014 17:00 – ნინო გედევანიშვილი: ”ახალი მედია ხელოვნება- გამოწვევა მუზეუმებს”
23/12/2014 19:00 – გიო სუმბაძე: “გამოსახულების სპონტანური რიგი წინასწარ აწყობილის ნაცვლად და ვიდეო ხელოვნება არქიტექტურის
კონტექსტსში”
24/12/2014 17:00 – ხათუნა ხაბულიანი: “მოძრავი გამოსახულების თემა ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში”
24/12/2014 17:00 – ნიკა მაჩაიძე: “საუნდით შექმნილი შინაარსი”