ხელოვნება

“არტიერიში” – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი დღეს გაიმართება

17 ოქტომბერი, 2014 •
“არტიერიში” – თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი დღეს გაიმართება

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, “არტიერიში საქართველო” ლუბლინის შემოქმედებითი ჯგუფების მორიგი ინიციატივაა, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს.

 

ფესტივალი ტარდება თბილისის და ლუბლინის (პოლონეთი) ქალაქების დაძმობილების ხელშეკრულების მოწერის ფარგლებში, რომელიც კვირას, 19 ოქტომბერს თბილისის მერიაში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება გააღრმავებს კულტურულ თანამშრომლობას ამ ორ ქალაქს შორის.

 

ფესტივალი 19 ოქტომბრამდე გაგრძელდება, რომლის პროგრამა აერთიანებს თანამედროვე ცეკვის წარმოდგენებს, ელექტრომული მუსიკის კონცერტებს, მასტერკლასებისა და ვორკშოფების სერიას.

 

ფესტივალი მოიცავს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებას, თანამედროვე ცეკვას, მუსიკასა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.

 

გამოფენა, “ყურადღება: ხელოვნება!”, ფესტივალის გახსნის ღონისძიებაა, სადაც წარმოდგენილი იქნება პოლონელი არტისტების ნამუშევრები.

 

არტ იერიში
არტ იერიში

 

ფესტივალის პროგრამა:

 

17.10. [პარასკევი]

 

–     13:00 თანამედროვე ცეკვისმასტერკლასი/ლუბლინის   ცეკვის თეატრი/მოძრაობის თეატრი(საჭიროა წინასწარი  რეგისტრაცია)           

–     13:00  ვორქშოფი: კულტურის განვითარება ქალაქის კონტექსტში – გამოწვევები და  პერსპექტივები / ევროპის სახლი / შალვა დადიანის ქ. #2

–     18:00 გამოფენის გახსნა „ყურადღება! ხელოვნება” + დარიუშ კოჩინსკის პერფორმანსი / გალერეა არტარეა

–     21:00 Polish Funk for Georgian Soul. DjPapa Zura(პოლონეთი) + ვასილ გლოო  / Tubo Bar/  თაბუკაშვილის ქ. # 14

18.10 [შაბათი]

–     13:00   თანამედროვე ცეკვის მასტერკლასი/ლუბლინის   ცეკვის     თეატრი/მოძრაობის თეატრი (საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია)

–     13:00  ვორქშოფი: კულტურის განვითარება ქალაქის კონტექსტში – გამოწვევები და  პერსპექტივები /ევროპის სახლი / შალვა დადიანის ქ. #2

–     18:00  პერფორმანსი  „48/4“ ლუბლინის ცეკვის თეატრი / მოძრაობის თეატრი / 

–     21:00 After Party: Polish Funk for Georgian Soul.DJ Papa Zura(პოლონეთი)  + ნინა ბოჭორიშვილი/ Absurd Bar / ვახტანგ ორბელიანის 31

 

19.10 [კვირა]

 

–     18:00 პერფორმანსი „ისტორიები, რომლებიც ჩვენ არასდროს მოგვიყოლია/ლუბლინის ცეკვის თეატრი / მოძრაობის თეატრი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი