კინოხელოვნება

დოკუმენტური კინოფესტივალი „CINÉDOC–TBILISI“ 14 ოქტომბერს დაიწყება

3 ოქტომბერი, 2014 •
დოკუმენტური კინოფესტივალი „CINÉDOC–TBILISI“ 14 ოქტომბერს დაიწყება

CinéDOC–Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალია კავკასიაში, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.

 

ფესტივალს კინოთეატრები „ამირანი” და „რუსთაველი” უმასპინძლებს. კინოფესტივალის გახსნა 14 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის” მთავარ დარბაზში შედგება, დახურვის ცერემონია კი 18 ოქტომბერს გაიმართება. 

 

CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალს წელს ებრაელი რეჟისორის – ბარაკ ჰეიმენის დოკუმენტური ფილმი Do you believe in love გახსნის.

 

CinéDOC–TBILISI
CinéDOC–TBILISI

წელს ფესტივალი  შემდეგი ქვეყნების  50-მდე დოკუმენტურ ფილმს და მათ ავტორებს  უმასპინძლებს: ისრაელი, საქართველო,  თურქეთი, სომხეთი,  რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი,   პორტუგალია, ნიდერლანდები,  კვიპროსი, ბულგარეთი,  კანადა, ბელგია, გერმანია, ბრაზილია, დანია. მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევარს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი Another City, ასევე,  შალვა შენგელის  ნამუშევარი The Ruler და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკა“.

ფესტივალი შედგება 3 სექციისგან:

–         საერთაშორისოსა კონკურსო პროგრამა

–         Focus Caucasus

–        CinéDOC-Young

 

ფესტივალის ჟიურის წევრები: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, დოკუმენტური კინოფესტივალის “Vision du Reel” –ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონე შვეიცარიიდან, სიმონე ბაუმანი გერმანიიდან, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი შტეფან ვაკვიცი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი დარია ბაზელი, საერთაშორისო ფესტივალის Movies that Matter- ის (MTM) ორგანიზატორი ერიკ ფანხისენი.

 

წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში სპეციალურ ჩვენებებს გოეთეს ინსტიტუტი უმასპინძლებს. სექცია „უკრიანის ხმა“ მაყურებელს სამ თანამედროვე უკრაინულ  დოკუმენტურ ფილმებს წარუდგენს, სექცია „სხვა სივრცე“ კი – მიგრაციის და ემიგრაციის თემაზე შექმნილ შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება IDFA Bertha Fund- ის მიერ დაფინანსებული საუკეთესო ფილმები სექციაში „IDFA ფოკუსი“. 

 

CinéDOC–Tbilisi-ის  ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები, მათ შორის სიმონე ბაუმანის მასტერკლასი. მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს რამდენიმე თოქ-შოუს, რომელსაც საფესტივალო კაფე Divan-ი უმასპინძლებს. აქვე მოეწყობა საფესტივალო ფილმების განსხვავებული თემების განხილვაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი