სამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

კინოფესტივალი “ოქროს გარგარი” – რეპორტაჟი ერევნიდან [ფოტო]

17 ივლისი, 2014 • • 2310
კინოფესტივალი “ოქროს გარგარი” – რეპორტაჟი ერევნიდან [ფოტო]

ერევანში XI საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს გარგარი” სტუმრები ფესტივალის შესახებ ნეტგაზეთთან საუბრობენ.


კირილ რაზლოგოვი, კინოკრიტიკოსი რუსეთიდან: როგორ შეიძლება ფიქრობდე ორგანიზმზე, რომელი ეს- ესაა ვითარდება, მხოლოდ ზრუნვით, დიდი რუდუნებით. იგივე შეიძლება ითქვას “ოქროს გარგარზე.” თუმცა შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ ერევნის კინოფესტივალი სწორი მიმართულებით ვითარდება, რასაც მის მიმართ მსოფლიო კინოს კლასიკოსების მუდმივი ყურადღება, მრავალი კარგი ფილმის მონაწილეობა მოწმობს. დღეს “ოქროს გარგარი” შეიძლება არა მხოლოდ რეგიონში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაშიც საუკეთესოთა რიცხვს მივაკუთვნოთ. 


კირილ რაზლოგოვი
კირილ რაზლოგოვი


არმენ ვათიანი, კონოსცენარისტი [სომხეთი]: “ოქროს გარგარი” თავისი არსებობის განმავლობაში სომხეთისთვის ისეთივე ბრენდად იქცა, როგორც, ვთქვათ, სომხური კონიაკი ან თავად გარგარი. ჩემი აზრით, ცოტა უცნაურია, რომ ასეთი კინოფესტივალის არსებობის მიუხედავად, ქვეყანაში კვლავ სუსტად არის განვითარებული ეროვნული კინოწარმოება. ამას აქვს მიზეზები, რომელთა შორის, ალბათ, პირველ ადგილზე  სახელმწიფო მხარდაჭერისა და სტაბილური დაფინანსების არაარსებობაა. 


არმენ ვათიანი
არმენ ვათიანი


ამასთან, ჩვენ თვალწინ იზრდება მხატვრული და დოკუმენტური ფილების რეჟისორების ახალი თაობა, ვისთვისაც არ არსებობს ამ საკითხში სირთულეები. ვთქვათ, საკუთარი პროექტების შექმნისა და ხარისხიანი მიწოდების, სპონსორების ძიების შემთხვევაში. ყველა მათგანი კარგად ფლობს თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს და არ განიცდიან სირთულეებს ურთიერთობაში, მაგალითად, ინგლისურ ენაზე. ვფიქრობ, ასეთი ბიჭების უკან სომხური კინოს მომავალია. 


სხვათა შორის, ერევნის კინოფორუმის ფარგლებში გაიმართება ცნობილი ქართველი და ფრანგი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის ფილმების ჩვენება. ჩვენება ფილმებისა, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში იყო გადაღებული, სპეციალური პროგრამის “პატივისცემის დღის”, რეჟისორის 80 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართება.


თავად იოსელიანს ერევანში ბევრი არ ელოდა, რამდენადაც იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მას ამჟამად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლენები აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, კინორეჟისორი სომხეთის დედაქალაქში ჩამოვიდა და ჟურნალისტებსაც შეხვდა. 

ოთარ იოსელიანს შეეძლო არც ეპასუხა დასმულ შეკითხვებზე, რამდენადაც ის პრინციპში ამბობს ყველაფერს, რასაც მოინდომებს. თუმცა აკეთებს ამას ისე, რომ უნდა დაიმახსოვრო ფრაზები – სტილისტიკა, ინტელექტი, მარცვალი. დარწმუნებული ვარ, რომ კინო რომ არა, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება მიეძღვნა, მშვენიერი ლიტერატორი იქნებოდა. 

ოთარ იოსელიანი: მაშინ დავიწყოთ საუბარი, მაშინ, როცა ჩემს, როგორც ბალერინას გადაღებას დაასრულებენ… ყოველთვის მაღელვებს ადამიანების ჩემდამი განწყობა… მაგრამ როდესაც ორი მხატვარი ერთმანეთს ხვდება, ისინი ჯერ ერთმანეთს აკვირდებიან. მათ უნდათ იცოდნენ, რომ მოპირდაპირე ადამიანი არის კეთილსინდისიერი, მოაზროვნე, არ გამოეკიდება ფულს, და როდესაც ჩნდება ურთიერთგაგება, რომ მის წინ არ არის პარაზიტი, რაც ბევრია ჩვენს პროფესიაში, მათთვის, რა თქმა უნდა, ურთიერთობა საინტერესო იქნება.  


ოთარ იოსელიანი
ოთარ იოსელიანი

ერევნის კინოფესტივალის “ოქროს გარგრის” ბოლო დღეების საპატიო სტუმარი კინოს კიდევ ერთი დიდი ოსტატი – კშიშტოფ ზანუსი იქნება. 


ფესტივალი დაიხურება ჟან-ლუკ გოდარის ფილმით “დამშვიდობება ენასთან” (GOODBYE TO LANGUAGE).


როგორც ნეტგაზეთს საერთაშორისო კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სუსანა არუთუნიანმა განუცხადა, შემოდგომით რეალობად იქცევა კიდევ ერთი რეგიონული კინოფესტივალი «Cinema-Express: სომხეთი- საქართველო”. კინოფესტივალი ჩატარდება “ოქროს გარგრის” კინოს განვითარების ფონდის, ჰენრიხ ბიოლის  სამხრეთ კავკასიის ოფისისა და სომხეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით. მთავარი მიზანი იქნება – მიიტანო სომხური და ქართული კინოს სიახლეები ორივე ქვეყნის შორეულ რაიონებში, დაეხმარო ადამიანებს, რომლებიც დედაქალაქისა და დიდი ქალაქების კულტურული ცხოვრებიდან მოწყვეტილი არიან. 


ფესტივალის ყოველდღიური ბროშურები სომხურ და ინგლისურ ენებზე
ფესტივალის ყოველდღიური ბროშურები სომხურ და ინგლისურ ენებზე


კინოფესტივალის ცენტრალური მოედანი - კინოთეატრი მოსკოვი
კინოფესტივალის ცენტრალური მოედანი – კინოთეატრი მოსკოვი


კინოფესტივალის ცენტრალური მოედანი
კინოფესტივალის ცენტრალური მოედანი


კინოფესტივალი “ოქროს გარგარი” ამჯერად საკულტო კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ხსოვნას ეძღვნება, რომლის 90 წლის იუბილე აღინიშნება წელს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი