“ოპერა ავსტრალიამ” ფეისბუქის გვერდზე 23 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ თამარ ივერთან მუშაობა გაწყვიტა. მოქალაქეები აკრიტიკებდნენ თამარ ივერს 2013 წელს ჰომოფობიური განცხადებების გამო და მიმართავდნენ “ოპერა ავსტრალიას”, რომ ჰომფოფობი მომღერლის სცენაზე გამოსვლა არ დაეშვა.
2013 წლის 17 მაისს თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეების ქმედება თამარ ივერმა დაგმო და ლგბტ ადამიანები “ფეკალურ მასებს” შეადარა.
მოგვიანებით მომღერალი გამოემხაურა აღნიშნულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მას არასოდეს უთქვამს ისეთი რამ, რაც მის ასოცირებას მოახდენდა ჰომოფობიურ იდეებთან. განცხადება გაავრცელა მისმა ქმარმაც, სადაც აღნიშნა, რომ ჰომოფობიური განცხადება გამოაქვეყნა მისი მეუღლის სახელით.
თამარ ივერთან თანამშრომლობა გაწყვიტა ბრიუსელის ოპერამაც “ლა მონე”. ოპერის გენერალურმა მენეჯერმა პიტერ დე კელუემ დაადასტურა, რომ თამარ ივერი აღარ არის დასში. მას 2014-2015 წლის სეზონზე მონაწილეობა უნდა მიეღო ჯუზეპე ვერდის ოპერაში “ბალ-მასკარადი”. ბრიუსელის ოპერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ჰომოფობიური განცხადების გამო მიიღო.
