ხელოვნება

Boney M, Sandra, Ace of Base და Georgian Summer Fest-ის სხვა მონაწილეები

2 ივნისი, 2014 •
Boney M, Sandra, Ace of Base და Georgian Summer Fest-ის სხვა მონაწილეები

სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი ანბანის კოშკთან ჩატარდება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა პერიოდის მუსიკალური შემსრულებლები მიიღებენ, მათ შორის არიან Boney M და Ace of Base.

ფესტივალის ორგანიზატორია უკრაინული პრომოუტერული კომპანია “ევროკონცერტი”.


როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი გათვლილია როგორც ტურისტებზე, ისე საქართველოში მცხოვრებლებზე და ფესტივალის პროგრამა ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს.


“15 აგვისტოს სცენა დაეთმობა 1980-იანი წლების მუსიკას, 16-ში ეს იქნება 90-იანი წლების მუსიკა და 17 აგვისტოს უკვე იქნება თანამედროვე მუსიკა ახალგაზრდებისთვის, ასე რომ, ნებისმიერი მსურველი ნებისმიერი გემოვნებით მიიღებს სიამოვნებას და გაერთობა”,- ამბობს “ევროკონცერტის” წარმომადგენელი ანდრეი სივკოვი.   


ფესტივალზე დასასწრები ბილეთები 10 ივნისიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი ჯერ ცნობილი არ არის, ორგანიზატორიები აცხადებენ, რომ თანხა ხელმისაწვდომი იქნება. ბილეთები გაიყიდება როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში, რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.


Georgian Summer Fest-ში მონაწილე შემსრულებლები:


Boney M, Sandra, Ottawan, Arabesque, Baccara, Eruption, Joy, Kaoma, 2 Unlimited, Snap, Haddaway, Ace of Base, Ola, Dr. Alban, Demo, Virus, Отпетые мошенники, Не Ангелы, Бъянка, alan, Fly Project, Samantha Jade.

Georgian Summer Fest საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პატრონაჟით ტარდება.


Georgia Summer Festის პროგრამა ასე გამოიყურება:

 

დღე პირველი:
– BONEY M (MAIZIE WILIAMS)
– SANDRA
– OTTAWAN
– ARABESQUE
– BACCARA
– ERUPTION
– JOY

დღე მეორე:
– ACE OF BASE (JENNY BERGREEN)
– DR. ALBAN
– DEMO (SASHA ZVEREVA)
– VIRUS!
– ОТПЕТЫЕ МОШЕННИКИ
– 2 UNLIMITED
– SNAP!!
– HADDAWAY

დღე მესამე:
– БЬЯНКА
– OLA
– DAN BALAN
– ANRI JOKHADZE
– NINI BADURASHVILI
– FLY PROJECT
– НЕ АНГЕЛЫ

მასალების გადაბეჭდვის წესი