ხელოვნება

ქართული კინოს დღეები ქალაქ ბრაზილიაში

25 მაისი, 2014 •
ქართული კინოს დღეები ქალაქ ბრაზილიაში

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ნაჩვენები იქნება 5 ქართული ფილმი: ჩემი ბებია, 1929; გაღმა ნაპირი, 2009; გაიღიმეთ, 2012; ფიროსმანი, 1969; მონანიება, 1986.

 

“21 მაისს ქართული ფილმის კვირეული გაიხსნა საზეიმო მიღებით, რომელსაც მოჰყვა მუნჯი ფილმის – „ჩემი ბებიას“ ჩვენება ცოცხალი მუსიკის აკომპანემენტით, ცნობილი ბრაზილიელი ვიოლინისტის შესრულებით. ქ. ბრაზილიაში პირველმა ქართულმა კულტურულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც გახსნაზე მოწვეული საზოგადოების მხრიდან, ასევე ჩვენების მასპინძელი კულტურის ცენტრის საინფორმაციო მასალების მომხმარებლებს შორის. ქართული ფილმების ჩვენებით დაინტერესდა ბრაზილიის რიო გრანდე დო სულის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ივნისის თვეში იმართება,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი