ხელოვნება

მურატ ილდირიმი თბილისში ჩამოდის

25 აპრილი, 2014 •
მურატ ილდირიმი თბილისში ჩამოდის

მსახიობი გამართავს პრესკონფერენციას და შეხვდება ლეიკემიით დაავადებულ და სოლიდური სიმსივნეების მქონე ბავშვებს. საღამოს გაიმართება საქველმოქმედო ვახშამი, რომელიც კონცერტის თანხლებით ჩაივლის. ღონისძიებაზე მიწვეული არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ფონდის პარტნიორები.

 

13:00 საათზე მსახიობს რესტორანი „La Truffe“ უმასპინძლებს. სპეციალურად სტუმრებისთვის მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ცოცხალ პროგრამას წარმოადგენს. საქველმოქომედო აქციაზე შემოსული თანხა დიტო ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება. 

მურატ ილდირიმი
მურატ ილდირიმი

 

მურატ ილდირიმი თეატრის და კინოს მსახიობია, რომელმაც პოპულარობა თურქულ მრავალსერიან ფილმებში მონაწილეობით მოიპოვა. 

 

“დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი” ქართული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს აერთიანებს, რომლებიც ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეების მქონე მოზარდების უფლებების დასაცავად და მხარდასაჭერად მუშაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი