ხელოვნება

ამირან შალიკაშვილის 75 წლის იუბილეს ვარსკვლავით აღნიშნავენ

15 აპრილი, 2014 •
ამირან შალიკაშვილის 75 წლის იუბილეს ვარსკვლავით აღნიშნავენ

ამირან შალიკაშვილის ვარსკვლავი დღეს, 2 საათზე დედაენის ბაღში გაიხსნება, ხოლო 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში დაიდგმება სპექტაკლი „ტერენტი გრანელი“. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მაყურებლის წინაშე  სცენაზე თვით ამირან შალიკაშვილი წარდგება. 

 

ამირან შალიკაშვილი საქართველოში პანტომიმის ჟანრის დამფუძნებელი, ქართული პროფესიული პანტომიმის სკოლისა და სახელმწიფო თეატრის დამაარსებელია. იგი საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერია. ასევე, არის თბილისის საპატიო მოქალაქე. ამირან შალიკაშვილს 75 წელი 22 მარტს შეუსრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი