ხელოვნება

გაათავისუფლეთ და იპოვეთ – “მოხეტიალე წიგნები”

1 აპრილი, 2014 •
გაათავისუფლეთ და იპოვეთ – “მოხეტიალე წიგნები”

არსებობს ორი პირობა მათთვის, ვინც მოხეტიალე წიგნს იპოვის, მათ წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ, შემდეგ კი სხვა ადგილზე დატოვონ, სადაც წიგნი ახალ მკითხველს დაელოდება.

 

მოხეტიალე წიგნების იდეის ერთ–ერთი ავტორი მწერალი ჯაბა ზარქუაა, მან სოციალურ ქსელ facebook–ზე გვერდი გააკეთა, რათა საკუთარი იდეა სხვებისთვის გაეზიარებინა, ერთ დღეში გვერდს უკვე 5 000–მდე მოწონება აქვს:

 

“იდეა წამოვიდა ძალიან მარტივად. ვფიქრობდი, როგორ მიმეტანა ჩემი წიგნები მკითხველამდე და უცებ ვთქვი, გავუშვებ ქალაქში და რატომაც არა, იყოს, იხეტიალოს, თვითონ იპოვოს მკითხველი. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს იდეა ასე ოპერატიულად და დიდი მონდომებით აიტაცა ხალხმა. ახლა ვნახოთ, პირველი შედეგები როგორი იქნება, ჯერ ვინც იპოვა, ისეთები არ არიან, სანამ ბევრ წიგნს არ დავტოვებთ, მანამდე ცოტა გაჭირდება პოვნა, დაველოდოთ”, – ამბობს ჯაბა ზარქუა.

 

თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ წიგნი ქუჩაში, კაფეში, ტრანსპორტში და სხვა ნებისმიერ ადგილზე. მოხეტიალე წიგნების facebook–გვერდზე გათავისუფლებული წიგნების სია მატულობს.

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი