ხელოვნება

არასამთავრობოები: საყდრისზე მიღებული დოკუმენტაცია სამინისტრომ უნდა გაასაჯაროოს

18 მარტი, 2014 •
არასამთავრობოები: საყდრისზე მიღებული დოკუმენტაცია სამინისტრომ უნდა გაასაჯაროოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოითხოვენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სამინისტრომ აღნიშნულ თემაზე დოკუმენტაცია გაასაჯაროოს. 


“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ გაუსაჯაროებია მიღებული გადაწყვეტილება და მხოლოდ სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული მცირე განცხადებით შემოიფარგლა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნული გარემოებები კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ობიქტურობის შესახებ,” – ნათქვამია განცხადებაში. 

 

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ, პროაქტიულად გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე საყდრის-ყაჩღიანთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად იქნა გამოყენებული.

 

2014 წლის 14 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შპს “RMG Gold”-ს საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მდებარეობს “არქეოლოგიური ობიექტის” სტატუსის მქონე ძეგლი, რომელსაც საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი იკვლევდნენ. მათი მტკიცებით, საყდრისში 5 400 წლის წინანდელი ოქროს მაღარო მდებარეობს, ხოლო კომპანია RMG და მეცნიერეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაღარო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლს არ წარმოადგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი