წიგნში Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის ცხოვრებას ეძღვნება და აღწერს პერიოდს მისი დაბადებიდან იმ წლების ჩათვლით, როდესაც სტივ ჯობსს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
წიგნის ავტორი კარენ ბლუმენტალი საბავშვო მწერალი და ჟურნალისტია, რომელიც წლების მანძილზე Wall Street Journal–ისთვის მუშაობდა.
წიგნი, რომელიც ინგლისურიდან ივანე ჩხიკვაძემ თარგმნა, გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა. მისი ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში.
წიგნის პრეზენტაცია ხვალ, პარასკევს, 19:00 საათზე გაიმართება.