გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო, რომელიც ასახავს იმას, თუ რამდენად აქტიურად იყვნენ ჩართული ქალები იმდროინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გამოფენაზე გამოტანილი ფოტოები ასურათებს ეროვნული მოძრაობის დასაწყის პერიოდს, 9 აპრილის შემდგომ განვითარებული მოვლენებს, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებებს ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლას, მერაბ კოსტავას დასაფლავებას, შემდგომ დაპირისპირებასა და პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართული გამოსვლებს.
გამოფენის გახსნას ის ცნობილი პიროვნებებიც დაესწრებიან, რომლებიც იმ პერიოდში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყვნენ ჩართული და ნაზი გაბაიძის ფოტოებზე არიან აღბეჭდილი.
ფოტოგამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13 მარტამდე გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალია. დასრულების შემდეგ გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს.
გენდერული თანასწორობის კვირეული 2014, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ეძღვნება, 4 მარტს დაიწყო და 14 მარტის ჩათვლის გაგრძელდება.





