ხელოვნება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრიორიტეტები 2014 წელს

25 თებერვალი, 2014 •
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პრიორიტეტები 2014 წელს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, ძეგლთა დაცვის მეთოდოლოგიური პრინციპებისა და საერთაშორისო კონვენციების სრული დაცვით უნდა განვითარდეს. 

 

ეროვნული სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს  ძეგლის რეაბილიტაციისას სამუშაო წარმოების ხარისხის კონტროლს, 2014 წლის პროგრამაში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ტიპოლოგიის ძეგლების აღდგენა – რეაბილიტაცია. მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით, 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდება, აცხადებს ეროვნული სააგენტო. 

 

ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, 2014 წლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაქვემდებარებული, ქვეყნის ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის თხუთმეტი მუზეუმ-ნაკრძალის მენეჯმენტის გაუმჯობესება.  

 

ასევეე, გაგარძელდება ყველა იმ მრავალეტაპიანი პროექტის განვითარება, რომლებიც გასულ წლებში დაიწყო და საფუძველი დაედება ისეთი პროექტების ამოქმედებას, რომელიც ძეგლთა დაცვის პარალელურად სასარგებლო იქნება საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

 

2014 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას იმ ძეგლებისთვის, რომლებიც   დღემდე გადარჩენას ითხოვს.  

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში 24 თებერვალს დაინიშნა, ხოლო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მუშაობას ნიკოლოზ ანთიძე დღეიდან, 25 თებერვლიდან, შეუდგა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი