როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის პრესსამსახურში განუცხადეს, კონცერტი შპს “მეგა არტის” ორგანიზებით იმართება და გრებენშჩიკოვის დაბადებიდან 60 წლისთავს ეძღვნება:
“კონცერტი გაიმართება 12 აპრილს, აივანზე ბილეთის ფასი იქნება 40–60 ლარი, ხოლო პარტერში ბილეთები 70–80–100 ლარი ეღირება”, – განაცხადეს პრესსამსახურში.